რეზონანსი
(05.01.2023)

ახა­ლი წლის ღა­მეს შეფ-მზა­რე­უ­ლი გუ­რამ ბაღ­დოშ­ვი­ლი თბი­ლი­სის ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. მი­ზე­ზი ხელ­ში აფეთ­ქე­ბუ­ლი პი­რო­ტექ­ნი­კა გახ­ლდათ. ბაღ­დოშ­ვილ­მა მარ­ცხე­ნა ხელი და­ი­ზი­ა­ნა და მისი მდგო­მა­რე­ო­ბა საკ­მა­ოდ რთუ­ლი იყო. ამ ეტაპ­ზე კი სტა­ბი­ლუ­რია და მკურ­ნა­ლო­ბას კლი­ნი­კა­ში აგ­რძე­ლებს.

„სინ­დისს ვფი­ცავ არ ვი­ცო­დი, სა­დღაც "ტიკ-ტო­კებ­ზე" კი მი­ნა­ხავს, მაგ­რამ არ მე­გო­ნა რომ ამ­დე­ნის და­შა­ვე­ბა შე­ეძ­ლო, ამ­დე­ნი პრობ­ლე­მის გა­მომ­წვე­ვი თუ იყო... ნამ­დვი­ლად არ ვი­ცო­დი ეს ყვე­ლა­ფე­რი, რად­გან ჩემი საქ­მით ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი.

რა­ღაც ისე მოხ­და, რომ ამ ახალ წელს თით­ქოს ბავ­შვი და­ი­ბა­და ჩემ­ში და ისე­თი შეც­დო­მა და­ვუშ­ვი, რო­მე­ლიც სა­მა­გა­ლი­თო იქ­ნე­ბა ჩემ­თვი­საც და ყვე­ლას­თვის! აუ­ცი­ლებ­ლად დავ­დებ ძა­ლი­ან დიდ პლა­კატ­ზე ჩემი გა­ხეთ­ქი­ლი ხე­ლის ფო­ტოს და კან­ცე­ლა­რი­ის წინ გა­ვი­ტან, რათა პი­რო­ტექ­ნი­კა აიკ­რძა­ლოს! 

მე ისე­თი ძლი­ე­რი ვარ, სულ ცალ­ხე­ლა რომ ვიყო, მა­ინც გავძლებ. ხალ­ხის სიყ­ვა­რულს ვგრძნობ და ეს ბევ­რს ნიშ­ნავს... ვი­ღა­ცას ჰგო­ნია, რომ წერა-კი­თხვა არ ვიცი და ინ­სტრუქ­ცია არ წა­მი­კი­თხავს. უხა­რის­ხო პრო­დუქ­ცი­აა სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­ტა­ნი­ლი - სა­დღაც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სარ­და­ფებ­ში ნაგ­დე­ბი", - განუცხადა "ამბებს" ბაღდოშვილმა.

ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე