რეზონანსი
(04.01.2023)

მნიშვნელოვანი თარიღია, როგორიც არის უწმინდესის დაბადების დღე, რომელსაც მთელი ერი აღნიშნავს, აქ ბუნებრივია, ჩაკარგულები არიან ადამიანები, ვისაც არ უხარია ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობა , - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალუდა ღუდუშაური სხვადასხვა ქალაქში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის აქციას.

ღუდუშაურის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა" მორალისგან ცარიელია.

„ძალიან სამწუხაროა, როდესაც ეს ადამიანები საკუთარ თავში ვერ პოულობენ ძალას და თავს ესხმიან უწმინდეს. სინამდვილეში, ამით აზიანებენ საკუთარ მორალს. მართალია, ეს ადამიანები მორალისგან ცარიელნი არიან. საზოგადოებამ ეს ძალიან კარგად იცის. ისინი ვერ ამოვიდნენ იმ წიაღიდან, რასაც ბოროტება ჰქვია, რასაც საკუთარი ქვეყნის და ხალხის მიმართ მტრობა ჰქვია", - განაცხადა ღუდუშაურმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე