რეზონანსი
(04.01.2023)

სომალის პროვინცია ჰირაანში ორი ავტომობილის აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 35 ადამიანი დაიღუპა.

ქალაქ მაჰასის საოლქო კომისრის თქმით, სამიზნეს თავისი და ადგილობრივი დეპუტატების საცხოვრებელი სახლები წარმოადგენდა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა რადიკალურმა მოძრობა ალ-შაბააბმა აიღო.

დაღუპულთა შორის უმეტესობა მშვიდობიანი მოსახლეა, ქალები და ბავშვები.

თვითმხილველთა განცხადებით, აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ნამსხვრევებმა შემთხვევის ადგილიდან დიდ მანძილზე დაშორებული პირებიც კი დააზიანა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე