რეზონანსი
(04.01.2023)

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შს ყოფილ მინისტრ, ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე გამოძიება დაიწყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს" უწყებაში განუცხადეს, გამოძიება მიმდინარეობს 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, ტელეკომპანია „რუსთავი2"-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ვაკეში მდებარე ერთ-ერთ აფთიაქში შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ფიზიკურად გია გაჩეჩილაძის (უცნობი) სიძე, გიგიშა შარაშიძე გაუსწორდა. ტელეკომპანიის თანახმად, ინფორმაციას თავად შარაშიძეც ადასტურებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე