რეზონანსი
(04.01.2023)

საფრანგეთი უკრაინას AMX-10 ტიპის მსუბუქ ტანკებსა და „ბასტიონის" ტიპის ჯავშანტრანსპორტს გადასცემს. ამის შესახებ საფრანგეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ გახდა ცნობილი.

მოგვიანებით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში მადლობა გადაუხადა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს.

„თქვენი ლიდერობა დააჩქარებს ჩვენს გამარჯვებას", - წერს ზელენსკი „ტვიტერში".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე