რეზონანსი
(03.01.2023)

არ მესმის, ბიძინას სახლთან აქციის დაანონსებამ ააღელვა ვინმე? ტურისტულ ზონაში, „მშვიდობის ხიდზე" აქციას ივანიშვილის სახლი რომ ვარჩიე, ეს არის პრობლემა? - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა „ინტერპრენსიუსს" განუცხადა.

მისი თქმით, აქციების შესახებ ინიციატივას მხარდამჭერებთან ერთად ორ ლოკაციაზე შეუერთდება.

„ფეიგინის საერთაშორისო ინიციატივას ვეხმაურებით ორ ლოკაციაზე - ივანიშვილის სახლთან, შეკვეთილში და კანცელარიასთან - მსვლელობით ბიძინას სახლთან თბილისში. არ მესმის, ბიძინას სახლთან აქციის დაანონსებამ ააღელვა ვინმე? ტურისტულ ზონაში, მშვიდობის ხიდზე აქციას ივანიშვილის სახლი რომ ვარჩიე, ეს არის პრობლემა?

სადაც გაუხარდებათ, იქ შეუერთდნენ ადამიანები ფეიგინის ინიციატივას, ჩვენ კი ამ ორ ლოკაციაზე ვუერთდებით", - აცხადებს ხაბეიშვილი.

ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, რომ ხვალ, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციებს მხოლოდ ორ ლოკაციაზე შეუერთდება, თბილისში კი მხარდამჭერებთან ერთად აქციას სხვა ადგილზე გამართავს, პარტიაში გამოეხმაურნენ. როგორც „ნაციონალურ მოძრაობაში" განაცხადეს, „პრეზიდენტ სააკაშვილის გადარჩენა უნდა გვაერთიანებდეს და სამწუხაროა, რომ ინდივიდები ამ საკითხს გასახლეჩად იყენებენ". პარტიაში განმარტავენ, რომ 4 იანვარს აქციები გაიმართება არა 2, არამედ 8 ლოკაციაზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე