რეზონანსი
(03.01.2023)

კათოლიკური სამყარო, რომის ყოფილ პაპს, ბენედიქტ XVI-ს ემშვიდობება. სამოქალაქო პანაშვიდზე პირველივე დღეს, 40 ათასზე მეტი მორწმუნე მივიდა. დაკრძალვის ცერემონია ხუთშაბათს გაიმართება. ბენედიქტ XVI -ს, წმინდა პეტრეს ტაძარში დაკრძალავენ.

ბენედიქტე XVI 31 დეკემბერს 95 წლისა ვატიკანში, საკუთარ რეზიდენციაში გარდაიცვალა. ის კათოლიკურ ეკლესიას 2005-2013 წლებში მართავდა, ტახტიდან კი „მენტალური და ფიზიკური მდგომარეობის გაუარესების გამო" გადადგა. ბოლო 600 წლის განმავლობაში ის პირველი პაპი გახდა რომელმაც თანამდებობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დატოვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე