რეზონანსი
(03.01.2023)

მოქალაქე ანა კუხალეიშვილის Facebook-ზე ფოტოებს ავრცელეს და წერს, რომ ეზოში ახალი წლის "აღსანიშნავად" ღამით უმისამართოდ ნასროლი ტყვიები იპოვა.

მასრები, სავარაუდოდ, სანადირო თოფისაა.

"სადაც მოასწრო აკრიფა, რომ კვალი არ დაეტოვებინა, მაგრამ ჩემს ეზოში ჩამოყრილ ამ ტყვიებს ვერაფერს უზამდა... ხალხო, ამ ტყვიებით არის ჩემი ეზო მოფენილი...

ხალხი, რომელსაც ძაღლის ყეფის ეშინია აი ამ ტყვიებს ისვრის ახალ წელს უმისამართოდ...

კიდევ ერთი გადარჩენილი ადამიანი მოგესალმებათ 2023 წლის 3 იანვარს ჩემი სახით" - წერს ანუკა კუხალეიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე