რეზონანსი
(03.01.2023)

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის თქმით, მომავალში რუსეთის ტერიტორიაზე საჰაერო ბაზებზე დარტყმები შესაძლოა გაღრმავდეს.

ჟურნალისტის კითხვაზე, დაარტყა თუ არა უკრაინამ რუსეთის ავიაბაზას, მან თქვა, რომ პასუხის გაცემას მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ შეძლებს.

"შეტევები უფრო და უფრო ღრმა იქნება", - თქვა მან.

გარდა ამისა ბუდანოვის თქმით, ყირიმი უკრაინის ტერიტორიაა, რის გამოც უკრაინას შეუძლია, გამოიყენოს ნებისმიერი იარაღი, რომელსაც მიზანშეწონილად მიიჩნევს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე