რეზონანსი
(03.01.2023)

ხმაური იყო გუშინ გვიან ღამით ლევან სამხარაულის სახელობის გორის ექსპერტიზის ბიუროსთან,

სადაც ახალგორში გარდაცვლილი წლინახევრის ბავშვის ოჯახის წევრები იყვნენ შეკრებილები.

ნათესავების თქმით, მცირეწლოვანი იმ დროს დაიღუპა, როდესაც ოკუპირებული ტერიტორიიდან სასწრაფოს ბრიგადას საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოჰყავდა. მისი მდგომარეობა, კრიტიკული იყო.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო, რის გამოც ცხედრისთვის ექსპერტიზის ჩატარება გახდა საჭირო, ოჯახი კი გაკვეთის წინააღმდეგი იყო.

"ბავშვი ცუდად იყო, გრიპი შეხვდა, კრუნჩხვაში ჩავარდა და გზაში გარდაიცვალა. არც გვატანენ, რომ ბავშვი ახალგორში შევიდეს, სახლში სამი ბავშვი სიცხიანები კიდევ ელოდებიან, შიშისგან სიცხე დაემართათ ბავშვებს. ვტირივართ, ვწიოკობთ, არაფერი გამოდის", - ამბობს ერთ-ერთი ნათესავი.

კიდევ ერთი ახლობელი ამბობს, რომ ბავშვი ახალგორის საავადმყოფოში შეიყვანეს, საიდანაც სასწრაფოთი წამოიყვანს, მაგრამ კლინიკას რაიმე საბუთი არ გაუცია. უკვე გარდაცვლილ ბავშვთან ერთად ოჯახი ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვეღარ გადავიდა, რადგან საქმის გამოძიება დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე