რეზონანსი
(30.12.2022)

„ქართული ოცნების" დეპუტატის ბექა ოდიშარიას განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტად იმ მხარდამჭერებმა აირჩიეს, ვისაც სურდა ისეთი პრეზიდენტი, რომელიც არ შეიწყალებდა „კაციჭამიებს".

ამასთან ოდიშარი აღნიშნავს, რომ პირადად მასაც, სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიური წვლილი მიუძღვის.

„თავიდანვე შევთანხმდით და მეც, მათ შორის, ჩემი პარტიის ლიდერებთან ერთად უდიდესი ამაგი მაქვს მისი კამპანიისას და ამას, რა თქმა უნდა, არა დაყვედრებით ვიძახი, არამედ გვსურდა, რომ ყოფილიყო დამოუკიდებელი, ზეპარტიული, პრინციპული პრეზიდენტი. ახლაც მისი უფლებაა შეხვდეს გინდა ნიკანორ მელიას და გინდა ხაბეიშვილთან გამართოს ბილატერალური მოლაპარაკებები, მაგრამ საბოლოო ჯამში, ის საზოგადოება, ის მილიონზე მეტი ადამიანი, რომელიც იყო მისი მხარდამჭერი და მეტსაც გეტყვით, მილიონ ორასი ათასი ადამიანი იყო, სწორედ იმიტომ უჭერდნენ სალომე ზურაბიშვილს მხარს და ამას მე გულშემატკივრობით ვიძახი, რომ არ მოსულიყო ემანდ ისეთი პრეზიდენტი, რომელიც სწორედ შეიწყალებდა მეგის ქარდავადან დაწყებული სხვა კაციჭამიებით დამთავრებული," - თქვა ოდიშარიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე