რეზონანსი
(30.12.2022)

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშენში საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 39 წლის კაცი ემსხვერპლა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.

ოჯახის ინფორმაციით, სახლში სამი ადამიანი იმყოფებოდა, რომელთაგან ერთი, ახალგაზრდა კაცი ცეცხლწაკიდებული სახლიდან გამოსვლის შემდეგ უკან შებრუნდა და გამოსვლა ვეღარ შეძლო.

დამწვარ სახლთან ამ დრომდე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი, ასევე, კრიმინალური პოლიცია. სამართალდამცველებმა ახალგაზრდა კაცის საძიებო ოპერაცია უკვე დაასრულეს.

მეხანძრე-მაშველებმა 39 წლის მამაკაცის ცხედარს, მხოლოდ ხანძრის ჩაქრობის შემდეგ მიაგნეს. დაღუპული გიორგი ხმიადაშვილია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე