რეზონანსი
(30.12.2022)

თბილისის მერი კახა კალაძის თქმით, 1-ელ და 7 იანვარს საზოგადოებრივი ტრანსპორტი ღამის 3:00 საათამდე იმუშავებს და გახანგრძლივებულ საათებში მგზავრობა უფასო იქნება.

როგორც დედაქალაქის მერმა 2022 წლისთვის, მთავრობის ბოლო სხდომაზე აღნიშნა, ის მადლობას უხდის თბილისის სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლებს, რომლებიც ამ მნიშვნელოვან საათებში იმუშავებენ.

„მინდა მოსახლეობას შობა-ახალი წლის დღესასწაულებთან დაკავშირებით ინფორმაცია მივაწოდო. საზოგადოებრივი ტრანსპორტი: მეტრო, ავტობუსი, მიკროავტობუსი და რიყე-ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო ხაზი, როგორც ახალი წლის, ასევე შობის ღამეს, 1-ელ და 7 იანვარს, მგზავრებს ღამის 3:00 საათამდე მოემსახურება. რა თქმა უნდა, მგზავრობა გახანგრძლივებულ საათებში უფასო იქნება, რაც მისასალმებელია. მინდა მადლობა გადავუხადო თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ყველა თანამშრომელს, ვინც ამ მნიშვნელოვან საათებში იმუშავეს და მოემსახურება ჩვენი ქალაქის მაცხოვრებლებს", - განაცხადა კახა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე