რეზონანსი
(30.12.2022)

4 იანვრამდე საქართველოს მასშტაბით უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება. სინოპტიკოსების პროგნოზით, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა, დასავლეთ საქართველოში 8-დან 13 გრადუსამდე დაფიქსირდება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 3-დან 8 გრადუსამდე დათბება. დედაქალაქში თოვლი არ არის მოსალოდნელი, ხოლო ტემპერატურა 7 გრადუსამდე დაფიქსირდება.

მოკლევადიან პროგნოზზე დაყრდნობით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ნალექის შეწყვეტასთან ერთად, სავარაუდოდ, ყინვა გაძლიერდება. 0-ს დაბლა ტემპერატურა განსაკუთრებით ღამით დაეცემა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე