რეზონანსი
(30.12.2022)

ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ საქართველოში 200 ათასზე მეტი ადამიანი შემოვიდა, საიდანაც 60 ათასამდე დარჩა, ნაწილი კი საქართველოს გავლით თურქეთსა და სომხეთში გადაადგილდა.

"უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოში, დაახლოებით, 200 ათასზე მეტი ადამიანი შემოვიდა, თუმცა აქედან დარჩა დაახლოებით 60 ათასამდე ადამიანი. ძალიან დიდი ნაწილი მათგან, ვინც საქართველოში შემოვიდა, ძირითადად გადაადგილდა თურქეთში ან სომხეთში. საქართველო, ამ შემთხვევაში, ტრანზიტად იყო გამოყენებული. ასე რომ, ტალღა, რომელიც გვახსოვს და განსაკუთრებით ერთ კონკრეტულ პერიოდში იყო გაზრდილი საქართველოს საზღვრის კვეთის მაჩვენებელი, რა თქმა უნდა, დასტაბილურდა“, - განაცხადა "ინტერპრესნიუსთნა" ინტერვიუში დავითაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე