რეზონანსი
(28.12.2022)

უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ რუსეთმა ქვეყნის კრიტიკული ინფრასტრუქტურის 700 ობიექტი დააზიანა. ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ევგენი ენინმა განაცხადა.

"სულ უკრაინაში რუსეთის დარტყმების შედეგად 35 ათასზე მეტი ობიექტია დანგრეული", - განაცხადა მან.

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე