რეზონანსი
(28.12.2022)

თბილისის საკრებულოში, სადაც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ წლიური ანგარიში უნდა წარადგინოს, ხმაური იყო.

სამოქალაქო აქტივისტებმა საკრებულოს სხდომაზე ბანერი წარწერით „კორუფცია კლავს" მიიტანეს, რომლის გაშლის შესაძლებლობაც ადგილზე მყოფებმა არ მისცეს.

თბილისის საკრებულოში დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ანგარიშს უსმენენ და მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცებაზე იმსჯელებენ.

სხდომის პარალელურად, საკრებულოს შენობასთან აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებს აქვთ შემდეგი შინაარსის ბანერები: "შიმშილით სავსე ქალაქი"; "საცობებით სავსე ქალაქი"; "კორუფციით სავსე ქალაქი" და ა.შ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე