რეზონანსი
(28.12.2022)

თბილისის მერმა საკრბულოში სიტყვით გამოსვლისას ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილი 13 წლის მარიტა მეფარიშვილის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი კიდევ ერთხელ მიაგო.

„თბილისს წელს არაერთი გამოწვევა ჰქონდა, რომელთა დიდი ნაწილი გამარჯვებით დავაგვირგვინეთ, მაგრამ გამარჯვებებთან ერთად, რა თქმა უნდა, იყო ბევრი პრობლემა და სამწუხაროდ, დიდი ტრაგედია, რამაც ეს ყველაფერი გააუფერულა, როგორც პირადად ჩემთვის, როგორც დედაქალაქის მერისთვის, როგორც ოთხი შვილის მამისთვის და როგორც რიგითი ადამიანისთვის, ასევე ჩემი თანამშრომლებისთვის. ყველა სიძნელე და სირთულე გადალახვადია, ყველა დანგრეული გზა აღდგენადია, მაგრამ ტრაგედია, რომელიც 2022 წელს თავს დაატყდა თბილისს, არა მხოლოდ ჩემთვის, დარწმუნებული ვარ ყოველი თქვენგანისთვის, მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური შეხედულებებისა, არის დაუძლეველი ტკივილი. სწორედ ამიტომ, დღევანდელი ანგარიში მინდა დავიწყო მარიტას ხსოვნით, რომლის წინაშეც გვაქვს ვალდებულება, რომ მსგავსი ტრაგედია არასდროს აღარ განმეორდეს.გთხოვთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ მარიტას ხსოვნას!", - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

დღეს, თბილისის საკრებულოში დედაქალაქის მერის ანგარიშს მოუსმინეს და მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცებაზე იმსჯელებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე