რეზონანსი
(23.12.2022)

თბილისში, ჯავის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შესახებ დეტალები ხდება ცნობილი. არსებული ინფორმაციით, მკვლელმა ადგილი ავტობუსით დატოვა.

50 წლამდე მოკლული მამაკაცი და მკვლელიც წარსულში ნასამართლევია. მკვლელობა სავარაუდოდ პირად კონფლიქტს უკავშირდება.

როგორც ადგილზე მყოფები ამბობენ, ადამიანი, რომელიც მოკლეს, ველოსიპედით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მასთან მივიდა კაცი, სავარაუდოდ, გვერდით გაიყვანა და ორჯერ ისროლა. მამაკაცები ერთმანეთის ნაცნობები იყვნენ.

„გვერდზე გაიყვანა, ორი გასროლა იყო. შემდეგ ავტობუსით წავიდა... აქ ზემოთ, ჯავის ქუჩაზე ცხოვრობდა",- ამბობენ ადგილობრივები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე