რეზონანსი
(23.12.2022)

რიკოთის უღელტეხილზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომანქანა გზის დამცავ ჯებირთან შეჯახების შემდეგ, 50 წლამდე ასაკის მამაკაცს დაეჯახა.

გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე