რეზონანსი
(23.12.2022)

თბილისში, ნაძალადევის რაიონში გიორგი სააკაძის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა. მოკლულია ახალგაზრდა კაცი.

ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გვერდ „ნახალოვკა"-ში გავრცელდა. ამავე ჯგუფში განათავსეს ფოტო მასალა მკვლელობის ადგილიდან. კომენტარებიდან ირკვევა, რომ გარდაცვლილი ბონდო კასიევია.

არსებული ინფორმაციით, მეზობლებს მოკლულის დედის ყვირილი შემოესმათ, რომელიც დახმარებას ითხოვდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე