რეზონანსი
(22.12.2022)

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისა და რუსეთის გარდა, აზერბაიჯანზე, საქართველოზე, მოლდოვასა და სომხეთზეც უნდა გავრცელდეს.

"როდესაც ვსაუბრობ გარანტიებზე, მე ვსაუბრობ ყველა ამ ქვეყანაზე, ჩვენზე, მაგრამ ასევე რუსეთზე," - განაცხადა ემანუელ მაკრონმა WSJ-სთან ინტერვიუში.

მაკრონმა ისიც აღნიშნა, რომ უკრაინის გამარჯვების კოდიფიცირება აუცილებლად უნდა მოხდეს ახალ შეთანხმებაში, რომელიც ამ რეგიონის და ზოგადად, ევროპის პოლიტიკურ სტაბილურობასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

ასევე, საფრანგეთის პრეზიდენტის შეფასებით, ევროპას NATO-ში მტკიცე როლის გამოჩენა სჭირდება. მაკრონის თქმით, საჭიროა, რომ ევროპამ აშშ-ზე დამოკიდებულება შეამციროს და საკუთარი თავდაცვითი შესაძლებლობები განავითაროს იმისთვის, რომ რეგიონში მშვიდობა უზრუნველყოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე