რეზონანსი
(22.12.2022)

რუსთავში საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა - დაშავებულია ორი ადამიანი. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ადგილზე ამ წუთებში სამაშველო სამსახურია მობილიზებული.

რა გახდა ნგრევის მიზეზი, უცნობია.

შემთხვევა რუსთაველის 11 ნომერში მოხდა. არსებული ინფორმაციით, კორპუსი ავარიულია და მისი გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობდა.

დამატებით ინფორმაციას სამაშველო სამსახურში ვარკვევთ.

წყარო: "მთავარი არხი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე