რეზონანსი
(22.12.2022)

მგონია, რომ თუ რაიმე უნდა გადავწყვიტოთ საგაზაფხულო სესიის დაწყებამდე და იქამდე, სანამ პარლამენტი ახლიდან შეუდგება საქმიანობას და ერთმანეთთან თანამშრომლობას, ჩემი აზრით, არის მიხეილ სააკაშვილის საკითხი - ან ასე უნდა გადაწყდეს, ან - ისე, - ამის შესახებ პარტია „გირჩის" წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა „ქრონიკაში" განაცხადა.

„არა მხოლოდ სახალხო დამცველის საკითხის, არამედ ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტას პირდაპირ უკავშირდება მიხეილ სააკაშვილის თემა. ეს პროცესიც გახსოვთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა" საერთოდ არ იღებდა მონაწილეობას სამუშაო პროცესში. ვფიქრობ, რომ ეს არის ჩვენთვის მაგალითი იმისა, თუ რა პირობებშია შეუძლებელი ზოგადად, დეპოლარიზაცია და პოლიტიკური პროცესის ფარგლებში დაბრუნება. მგონია, რომ თუ რაიმე უნდა გადავწყვიტოთ საგაზაფხულო სესიის დაწყებამდე და იქამდე, სანამ პარლამენტი ახლიდან შეუდგება საქმიანობის დაწყებას და ერთმანეთთან თანამშრომლობას, ჩემი აზრით, მიხეილ სააკაშვილის საკითხი ან ასე ან ისე უნდა გადაწყდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ წარმომიდგენია საპარლამენტო საქმიანობის ამ რეჟიმში, „ქართულ ოცნებასა" და „ნაციონალურ მოძრაობის" შორის რაიმე ფორმით გაგრძელება. მით უმეტეს, ჩვენი კოლეგები ამ შენობაში მეორეჯერ შიმშილობენ და ჩემი აზრით, ეს აბსოლუტურად არანორმალური სიტუაციაა პარლამენტისთვის", - აღნიშნა მეგრელიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე