რეზონანსი
(22.12.2022)

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლებთან „დემოკრატიის ავტოკრატიაზე სამომავლო გამარჯვებაზე" ისაუბრა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი "ტელეგრამის" პირად გვერდზე ავრცელებს.

"იყო საკმაოდ პროდუქტიული შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერ ნენსი პელოსისთან, სენატში რესპუბლიკური უმცირესობის ლიდერ მითჩ მაკკონელთან, წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკური უმცირესობის ლიდერ კევინ მაკკარტისთან და სენატში დემოკრატიული უმრავლესობის ლიდერ ჩაკ შუმერთან", - წერს ერმაკი.

მისი თქმით, შეხვედრაზე მხარეებმა "იისაუბრეს უკრაინაზე, ომსა და დემოკრატიის ავტოკრატიაზე სამომავლო გამარჯვებაზე".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე