რეზონანსი
(20.12.2022)

"რუსეთს სურს ახალი წლისთვის უკრაინელები ელექტროენერგიის გარეშე დატოვოს, ჩვენ ვემზადებით შეტევებისთვის" - ამის შესახებ უკრაინის პრემიერმინისტრი საუბრობს. დენის შმიგალის თქმით, რუსეთი შესაძლოა უახლოს მომავალში უკრაინის ენერეგტიკულ ობიექტებს კვლავ დაესხას, იმისთვის, რომ უკრაინელები 2023 წელს ელექტროენერგიის გარეშე შეხვდნენ. ამიტომ, ხელისუფლება აპირებს ჯარების რაოდენობის სამჯერ გაზრდას.

მისი თქმით, როდესაც, ენერგოსისტემა თითქმის ყოველდღიურად იბომბება, სტაბილური ენერგომომარაგების აღდგენის პროგნოზის გაკეთება კი უბრალოდ შეუძლებელია.

"რუსი ტერორისტები ყველაფერს გააკეთებენ, რომ უკრაინელები ახალ წლამდე ელექტროენერგიის გარეშე დარჩნენ. მათთვის მნიშვნელოვანია, რომ შობა და ახალი წელი უკრაინაში სიბნელეში გაატარონ. ამიტომ, ჩვენ, უნდა მოვემზადოთ ახალი თავდასხმებისთვის. იმ პირობებში, როდესაც ენერგოსისტემა, თითქმის ყოველდღიურად განიცდის შოკებს, სტაბილური ენერგომომარაგების აღდგენის პროგნოზის გაკეთება უბრალოდ შეუძლებელია. ამიტომ, ვეუბნებით ხალხს სიმართლეს, რომ სიტუაცია რთულია, რომ სინათლე შეიძლება იყოს მხოლოდ რამდენიმე საათის განმავლობაში, რომ ენერგოსისტემაში ვითარება შეიძლება გაუმჯობესდეს ან გაუარესდეს ინტენსივობისა და ახალი მასის მიხედვით", - თქვა შმიგალმა მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე გამოსვლისას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე