რეზონანსი
(20.12.2022)

ევროკავშირმა ოთხი თვის განმავლობაში გაზის მოხმარება 20%-ით შეამცირა. ინფორმაციას ამის შესახებ ევროკავშირის სტატისტიკის სააგენტო ევროსტატი ავრცელებს.

"2022 წლის აგვისტო-ნოემბრის პერიოდში ევროკავშირში ბუნებრივი აირის მოხმარება 20.1%-ით შემცირდა 2017-დან 2021 წლამდე იგივე თვეებში (აგვისტო-ნოემბერი) ბუნებრივი აირის საშუალო მოხმარებასთან შედარებით", - წერის ევროსტატის განცხადებაში.

ევროსტატის მონაცემებით, ამა წლის აგვისტო-ნოემბრის პერიოდში ბუნებრივი აირის მოხმარების შემცირებამ 18 წევრ სახელმწიფოში 15%-ის მიზნობრივ მაჩვენებელს გადააჭარბა, ხოლო ზოგიერთში 40%-ს გადააჭარბა. ყველაზე მეტად გაზის მოხმარება შემცირდა ფინეთში (-52.7%), ლატვიასა (-43.2%) და ლიეტუვაში (-41.6%).

"ექვსმა წევრმა სახელმწიფომ შეამცირა ბუნებრივი გაზის მოხმარება, მაგრამ ჯერ ვერ მიაღწიეს 15%-იან მიზნობრივ მაჩვენებელს. მალტასა (+7.1%) და სლოვაკეთში (+2.6%) კი ბუნებრივი აირის მოხმარება გაიზარდა", - წერია განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე