რეზონანსი
(20.12.2022)

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელიც დღეს ქალაქ ბახმუტს ეწვია, განაცხადა, რომ დონეცკის რეგიონში რთული სიტუაციისთვის მეტი იარაღია საჭირო.

„ჩვენ რთული სიტუაცია გვაქვს. მტერი ზრდის თავის რაოდენობას, მაგრამ ჩვენი ბიჭები უფრო მამაცები არიან. ჩვენ გვჭირდება უფრო ძლიერი იარაღი", - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბახმუტს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დონეცკში რუსული წინსვლის აღკვეთისთვის.

„აღმოსავლეთი დგას, რადგან ბახმუტი იბრძვის. სასტიკ ბრძოლებში და მრავალი სიცოცხლის ფასად, აქ თავისუფლებას ყველა ჩვენგანისთვის იცავენ. ბახმუტის დამცველები იმსახურებენ ჩვენს მაქსიმალურ მხარდაჭერასა და ჩვენს უდიდეს მადლიერებას. ამიტომ დღეს მათთან ვარ. ისინი ზეადამიანები არიან", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ბახმუტი ფრონტის ყველაზე ცხელი წერტილია. ოკუპანტები უკვე ერთი თვეა ცდილობენ უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდაცვის ხაზის გარღვევას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე