რეზონანსი
(20.12.2022)

ჩინეთში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა შემაშფოთებელია მთელი მსოფლიოსთვის, ჩინეთის მშპ-ს და ეკონომიკის ზომის გათვალისწინებით, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა.

პრაისის თქმით, ნებისმიერ დროს, როცა ვირუსი ვრცელდება, მისი მუტაციის საშიშროება მთელ მსოფლიოში იზრდება.

„ჩვენ ამ ვირუსის ბევრი მუტაცია ვნახეთ. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ასე ფოკუსირებულები ვართ, მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა ქვეყნებს დავეხმაროთ „კოვიდ-19"-ის წინააღმდეგ ბრძოლაში", - განაცხადა პრაისმა.

ბოლო პერიოდში კოვიდით გარდაცვალების პირველი შემთხვევის შესახებ, ჩინეთმა მიმდინარე კვირაში განაცხადა. რაც შეეხება ოფიციალურ მონაცემებს, ჩინეთის მთავრობის ოფიციალური ვერსიით, ვირუსს სულ 5 237 ადამიანი ემსხვერპლა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე