რეზონანსი
(20.12.2022)

როდესაც მიხეილ სააკაშვილი თავისი ნებით ამბობს გამოკვლევაზე უარს, ეს ნიშნავს იმას, რომ მას რაღაც დასამალი აქვს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

„ლოგიკურად, მისი ინტერესი უნდა იყოს, რომ ყველა სახის ანალიზი და გამოკვლევა ჩაიტაროს. როდესაც თავისი ნებით ამბობს უარს, ეს ნიშნავს იმას, რომ მას რაღაც დასამალი აქვს. თუ რა აქვს დასამალი, ეს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით - ის, რომ მისი ე.წ. სამედიცინო ისტორია მთლიანად არის გამოგონილი", - აცხადებს რატი იონათამიშვილი.

პენიტენციური სამსახურის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მოწამვლის შესახებ განცხადებები მიმართულია სახელმწიფოს ინტერესების დასაზიანებლად, სიტუაციის ხელოვნურად დამძიმება წარმოადგენს სასამართლო განხილვების წინ დაძაბული ფონის შექმნის მცდელობას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე