რეზონანსი
(20.12.2022)

არის პოლიტიკური ამოცანა, რომ სააკაშვილს სასჯელი აარიდონ და ამისთვის იყენებენ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

„მნიშვნელოვანია, რომ პატიმრის უფლება იყოს დაცული ჯანდაცვაზე, შესაბამისად, ამ სერვისის მიწოდების თვალსაზრისით პენიტენციურ სამსახურს ყველაფერი აქვს მობილიზებული, რომ მკურნალობა იყოს მიწოდებადი", - აღნიშნა მან.

პენიტენციური სამსახურის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მოწამვლის შესახებ განცხადებები მიმართულია სახელმწიფოს ინტერესების დასაზიანებლად, და სიტუაციის ხელოვნურად დამძიმება წარმოადგენს სასამართლო განხილვების წინ დაძაბული ფონის შექმნის მცდელობას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე