რეზონანსი
(17.12.2022)

უკრაინელმა ხალხმა და მისმა ლიდერებმა რეალურად დაამარცხეს რუსეთი, ყოველ შემთხვევაში, დაამარცხეს რუსულ პროპაგანდა და სტრატეგია, ასევე დაამარცხეს რუსეთი, რადგან დაინახა მსოფლიომ რისი დანახვაც მას არ სურდა - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა, ორბელიანების სასახლეში, დიპლომატებთან სიტყვით გამოსვლისას.

ზურაბიშვილის თქმით, ეს წელი იყო უკრაინის წელი, რომელმაც აგრესიის ქარცეცხლში აჩვენა, რას ნიშნავს იყო გამძლე და იყო გაერთიანებული 

"ეს წელი იყო ერთ-ერთი ყველაზე გამოწვევებით სავსე წელი, მაგრამ იმედიანი წელი. ეს იყო უკრაინის წელი, უკრაინის, რომელმაც გაიარა აგრესიის ქარცეცხლში. უკრაინამ 10 თვის განმავლობაში გაუძლო ამას. ეს გახლავთ ამაყი ხალხი, რომელმაც აჩვენა რას ნიშნავს იყო გამძლე და იყო გაერთიანებული ამ პროცესში. ამ პროცესში უკრაინელმა ხალხმა და მისმა ლიდერებმა რეალურად დაამარცხეს რუსეთი, ყოველ შემთხვევაში, დაამარცხეს რუსული პროპაგანდა და სტრატეგია, ასევე დაამარცხა რუსეთი, რადგან დაინახა მსოფლიომ რისი დანახვაც მსოფლიოს არ სურდა - წინა აგრესიები - 1992, 2008, 2014. მსოფლიომ აღმოაჩინა და დაინახა რუსეთის ნამდვილი სახე“, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ათონელის რეზიდენციაში ზურაბიშვილი საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს, წინასაახალწლო მიღებაზე მასპინძლობს. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე