რეზონანსი
(17.12.2022)

5%-იანი ეკონომიკური ზრდა კარგია, მაგრამ ამით სიღარიბე არ დაიძლევა, - ამის შესახებ განცხადება TBC-ის მთავარმა ეკონომისტმა, ოთარ ნადარაიამ გააკეთა.

მისი თქმით, ასეთი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი შედეგს არა 1-2 წელში, არამედ გრძელვადიან პერიოდში იძლევა.

„თუ ქვეყანას აქვს 5%-იანი ეკონომიკური ზრდა, ეს ნიშნავს, რომ საშუალოდ შემოსავლები გაიზარდა 5%-ით, ინფლაციას თუ გადავდებთ. ეს, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ ამით სიღარიბე არ დაიძლევა. იცით, რა მდგომარეობაცაა სოციალური მიმართულებით. ამ ხალხის შემოსავალი თუ გაიზარდა ერთ წელიწადში 5-10%-ით, კარგია, მაგრამ ამით რადიკალურად ვერ იცვლება სურათი. ამდენად, მცირედ უკეთესი ეკონომიკური ზრდა უფრო გრძელვადიან სურათს იძლევა", - თქვა მან გადაცემაში „ანალიტიკა".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე