რეზონანსი
(17.12.2022)

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სტრატეგიული შეთანხმების ხელმოწერას გამოეხმაურა და დანაცხადა, რომ ეს ისტორიული ნაბიჯია, რომელიც კავკასიას ევროკავშირთან დააკავშირებს.

როგორც ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში" წერს, შავი ზღვა ევროპული ხდება, რომელიც ორივე მხარეს ერთმანეთთან აკავშირებს.

„მივესლამები მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სტრატეგიული შეთანხმების ხელმოწერას. ეს ისტორიული ნაბიჯია, რომელიც კავკასიას ევროკავშირთან დააკავშირებს. ეს ნიშნავს, რომ ახლა შავი ზღვა ევროპული ზღვა ხდება და ის ხიდია, რომელიც ორივე მხარეს ერთმანეთთან აკავშირებს", - წერს ზურაბიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე