რეზონანსი
(15.12.2022)

უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც რუსეთის ფედერაციის ჯარები დატოვებენ უკრაინის სუვერენულ ტერიტორიებს - აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ოლექსი გრომოვი.

ბრიგადის გენერალს ჰკითხეს, შესაძლებელია თუ არა „საახალწლოდ ცეცხლის დროებითი შეწყვეტა". გრომოვის თქმით, ომში საშობაო ზავი არ იქნება.

„მჯერა, რომ ჩვენი მხრიდან ცეცხლი სრულად შეწყდება მხოლოდ მაშინ, როცა ჩვენს მიწაზე არც ერთი ოკუპანტი არ დარჩება", - ამბობს გრომოვი.

ცნობისთვის, უკრაინის გენერალური შტაბის ბოლო 24 საათის მონაცემებით, უკვე განადგურებულია 96 000-ზე მეტი ოკუპანტი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე