რეზონანსი
(15.12.2022)

თუ „ნაციონალური მოძრაობა" დატოვებს საპარლამენტო მანდატებს, ეს იქნება მათი ერთადერთი წვლილი დეპოლარიზაციის რეკომენდაციის შესრულებაში, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„თუ „ნაციონალური მოძრაობა" დატოვებს საპარლამენტო მანდატებს, ეს ძალიან კარგი იქნება. ეს არა მხოლოდ პარლამენტში შეამცირებს რადიკალიზმისა და ე.წ. პოლარიზაციის ხარისხს, არამედ მთლიანად აისახება დადებითად ქვეყანაში პოლარიზაციის ხარისხის შემცირებაზე. პრინციპში, ევროკავშირის მოწოდება იყო დეპოლარიზაცია. ამას ნაცმოძრაობა არ ასრულებდა და ერთადერთი, რითაც შეიძლება შეიტანონ დადებითი წვლილი პოლარიზაციაში, არის სწორედ მანდატების დატოვება. ამას თუ გააკეთებენ, ეს იქნება მათი ერთადერთი წვლილი იმ რეკომენდაციაში, რასაც „დეპოლარიზაცია" ჰქვია", - აღნიშნა კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე