რეზონანსი
(15.12.2022)

გუშინდელ რეზოლუციას აქვს ჩალის ფასი. ჩალას სიმძიმე და წონა ვერ ექნება, ვერც ასე და ვერც ისე. ჩალას ფასი ვერ ექნება, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას ჟურნალისტებთან განაცხადა.

მან ასევე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ გამარტა, რომ კადრების გასაჯაროება არ ყოფილა ევროპარლამენტის რეზოლუციის გადაფარვის მცდელობა.

„ევროპარლამენტის გუშინდელ რეზოლუციას აქვს ჩალის ფასი. ჩალას არანაირი გადაფარვა არ სჭირდება. როდესაც იუსტიციის სამინისტრო კადრებს ასაჯაროებს ეს არის პასუხი ფეიკ კამპანიაზე, რომელიც წარმოებდა 400 დღის განმავლობაში, დღემდე წარმოებს „ნაცმოძრაობის მხრიდან" იმის შესახებ, რომ ყოველდღიურად კვდება მიხეილ სააკაშვილი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე