რეზონანსი
(15.12.2022)

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით მათიკაშვილი სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებს ეხმიანება.

„ვიდეოკადრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, ის, რასაც ჩვენ არაერთგზის ვამბობდით, რომ პატიმარ სააკაშვილის მიმართ ხდება მოპყრობა მაქსიმალურად მაღალი თამასით, კანონის სრული დაცვით, რასაც ქართული კანონმდებლობა ითვალისწინებს. რა თქმა უნდა, ადგილი არ აქვს იმას, რასაც რადიკალური ოპოზიცია აპელირებს, ატყუებს დ ნაცარს აყრის თვალებში საზოგადოებას. პირიქით, ჩვენ ვხედავთ პროვოკაციებს, რომელიც როგორც იქ, პალატაში ეწყობა პატიმარ სააკაშვილის მხრიდან, ასევე, მცდელობა საზოგადოებრივი აზრის ფორმირება მოახდინონ ისე, თითქოს, რაიმე სახის დარღვევას აქვს ადგილი", - განაცხადა მათიკაშვილმა.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის კადრები გაავარცელა. უწყების ინფორმაციით, ვიდეოკადრები სხვადასხვა პერიოდში მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას ასახავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე