რეზონანსი
(15.12.2022)

"ქართული ოცნების" წევრის, ირაკლი ზარქუას შეფასებით, გუშინ გავრცელებულმა კადრება წერტილი დაუსვა სპეკულაციას, რომ მსჯავრდებულ მესამე პრეზიდენტზე სისტემა ძალადობს ან მას საფრთხე ემუქრება.

"ცდილობს თვითდაზიანება მიიყენოს და ხან ლოგინიდან ვარდება, ხან ემოციურად გამოხატავს. ვინც ემსახურებიან, ცდილობენ გვერდში დაუდგენენ და იმათზე როგორ ძალადობს. არავინ არის ამით ბედნიერი, რაც ვნახეთ, უბრალოდ ეს მავნებლები თავიანთი ვიწროპარტიული ქულები რომ დაიწერონ, მათ შორის, საერთაშორისო საზოგადოება რომ შეცდომაში შეიყვანონ, ამბობდნენ, რომ აი, სახელმწიფო ძალადობს, აწამებს პატიმარ სააკაშვილს, ამას ხომ წერტილი დაესვა?!" - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე