რეზონანსი
(12.12.2022)

უკრაინის პირველი ლედი, ოლენა ზელენსკა საფრანგეთში ვიზიტისას თავის ფრანგ კოლეგას, ბრიჯიტ მაკრონს შეხვდა.

ზელენსკამ ემანუელ მაკრონის მეუღლეს "უკრაინის დიდი მეგობარი" უწოდა.

მან მადლობა გადაუხადა საფრანგეთს, რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ ბრძოლაში, უკრაინის მხარდაჭერისა და დახმარებისთვის.

„ვფიქრობ, ფრანგები, რომლებიც ყოველთვის აფასებდნენ ადამიანის უფლებებს (და მათგან ყველაზე უდავო - სიცოცხლის უფლებას), აქაც არ დარჩებიან განზე. ბოლოს და ბოლოს, ადამიანის უფლებებს ხომ არ აქვს საზღვრები", - განაცხადა უკრაინის პირველმა ლედიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე