რეზონანსი
(12.12.2022)

თუ სისტემა მიხეილ სააკაშვილს ციხეში მოკლავს, ჩვენთვის რთული იქნება, ვთქვათ, რომ ქვეყანა ასრულებს პირობებს, რომლებიც წაყენებული აქვს , - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მირიამ ლექსმანმა სტრასბურგში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებთან და ადვოკატტან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მირიამ ლექსმანი ფიქრობს, რომ ევროპარლამენტის წევრები კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის საქართველოს მთავრობას ერთ-ერთ პირობად მოსთხოვენ, რომ მიხეილ სააკაშვილისა და „მთავარი არხის" დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას საკითხი გადაჭრას.

„თუ სისტემა მოკლავს მიხეილ სააკაშვილს ციხეში და არსებობს იურიდიული საფუძველი მისი გამოშვების და იმისთვის, რომ მიიღოს სათანადო სამედიცინო დახმარება, ძალიან რთული იქნება ჩვენთვის, ვთქვათ, რომ ქვეყანა ასრულებს იმ პირობებს, რომლებიც წაყენებული აქვს.

მინდა ვახსენო ნიკა გვარამია, რომელზეც სახალხო დამცველის ანგარიში წერია, რომ ის აშკარად არის პოლიტიკური პატიმარი და რასაკვირველია მარტო ეს ორი შემთხვევა საკმარისი იქნება იმისისთვის, რომ საქართველოს მისწრაფება ევროკავშირისკენ არ დასრულდეს წარმატებულად.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ როცა ევროკავშირის და ევროპარლამენტის წევრები საქართველოში მიმდინარე სიტუაციას გაანალიზებენ, განსაკუთრებით მიხეილ სააკაშვილის სიტუაციას, რომელიც ძალიან მძიმედაა, ჩვენ მოვთხოვთ მთავრობას ამ ორი საკითხის გადაჭრას, როგორც ერთ-ერთ პირობად ევროკავშირის კანდიდატობის მინიჭებისა ", - განაცხადა ლექსმანმა, რომლის თარგმანიც "მთავარ არხს" ეკუთვნის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე