რეზონანსი
(12.12.2022)

ბიძინა ივანიშვილმა უნდა გადადგას ნაბიჯი, რომ შეარბილოს პოლარიზაცია, რომელიც დღეს არსებობს საქართველოში და ხელი შეუწყოს იმას, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი გადაიყვანონ სამკურნალოდ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ამერიკელმა ადვოკატმა, მასიმო დი ანჯელომ სტრასბურგში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მასიმო დი ანჯელოს განცხადებით, სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი და დღეს მას სჭირდება გადაუდებელი დახმარება სიცოცხლის გადასარჩენად.

„სიტუაცია ძალიან მძიმეა, თქვენ უნდა იცოდეთ, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი არის პროევროპული და მათ უნდა რომ, საქართველო გახდეს ევროპის ნაწილი, ამიტომ პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის კაცი, რომელმაც დააყენა საქართველო ევროინტეგრაციისკენ გზაზე, ის არის პოლიტიკური პატიმარი და დღეს მას სჭირდება გადაუდებელი დახმარება სიცოცხლის გადასარჩენად.

მე მაქვს, მასთან ურთიერთობა და მაქვს ურთიერთობა ექსპერტებთან, ჯეიმს კობისთან და დოქტორ სმიტთან. ისინი წერენ ანგარიშებს და შეადგინეს ანგარიში, სადაც აღნიშნულია, რომ ის არამხოლოდ ნაწამები იყო და მოწამლული, მას აძლევდნენ წამლებს, რომლებიც არ არის რეგისტრირებული საერთაშორისო სააგენტოების მიერ და მას სჭირდება სასწრაფო დახმარება იმისისთვის, რომ მისი სიცოცხლე გადარჩეს და ბიძინა ივანიშვილმა უნდა გადადგას ნაბიჯი, რომ შეარბილოს ის პოლარიზაცია, რომელიც არსებობს დღეს საქართველოში და ხელი შეუწყოს იმას, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი გადაიყვანონ სამკურნალოდ", - განაცხადა მასიმო დი ანჯელომ, რომლის თარგმანიც „მთავარ არხს" ეკუთვნის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე