რეზონანსი
(12.12.2022)

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ სავალდებულო სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას სწორი და პროგრესული უწოდა.

„ერთი მხრივ, ის მორგებულია რეალურ საჭიროებებს, მეორე მხრივ კი, ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. იმ რეალობაში, რომელშიც საქართველო ცხოვრობს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს საბაზისო ცოდნა სამხედრო სისტემასთან დაკავშირებით", - აცხადებს თალაკვაძე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სავალდებულო სამხედრო სამსახური გადავა მთლიანად თავდაცვის სამინისტროს სისტემაში, შეიქმნება ეფექტური სისტემა და პროგრამა იქნება მინიმუმ 6 თვიანი, პროექტი დაგვიჯდება 80 მილიონ ლარზე მეტი და 2025 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე