რეზონანსი
(12.12.2022)

საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მკურნალ ექიმთა და პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამისი დანაყოფის გადაწყვეტილებით, ელექტროსიგარეტის მოხმარება შეეზღუდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" საქართველოს იუსტიციის სამინისტროში განუცხადეს.

უწყების ცნობით, გადაწყვეტილების მიღების მიზეზი გახდა ის, რომ მიხეილ სააკაშვილი დიდი რაოდენობით ელექტროსიგარეტს იღებდა.

„ბრალდებული/მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი იღებდა დიდი რაოდენობით ელექტრო სიგარეტს, რაც გახდა საფუძველი იმისა, რომ სამედიცინო დაწესებულებაში მის მკურნალ ექიმთა ჯგუფს, ასევე პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დანაყოფს მიეღო გადაწყვეტილება, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მას შეზღუდოდა ელექტრონული სიგარეტის მოხმარება", - აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე