რეზონანსი
(12.12.2022)

აჭარაში, სოფელ სალიაურში მამამთილის მიერ მოკლულ 40 წლის ქალს ორი არასრულწლოვანი შვილი დარჩა. არსებული ინფორმაციით, მოკლული ქალის ქმარი საქართველოში არ იმყოფება და საზღვარგარეთ სამუშაოდაა წასული. მამამთილის მიერ მოკლული ქალი თამუნა ჯიქიძეა.

შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა. პოლიციამ 63 წლის კაცი უკვე დააკავა. შსს ამბობს, რომ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს მან ქალი სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა.

კაცი წინასწარი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი და ოფიციალურად ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე