რეზონანსი
(12.12.2022)

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი „ქართული დასის“ ლიდერის ჯონდი ბაღათურიას განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება. როგორც ქართველიშვილი წერს, არა მხოლოდ ოდესის პორტის მებაჟეებისა და მესაზღვრეების „საჭირო“ ცვლა იყო შესარჩევი, არამედ სამშობლოდან გასაპარად, ოპერაცია „შიმშილობაც“ იყო წინასწარ კარგად მოფიქრებული და მან კუჭის რეზექციაზეც იზრუნა, რაც საშუალებას აძლევდა სითხეზე, თაფლიან წყალზე, ლიმონათზე მაქსიმუმ ორ თვემდე გაეტარებინა საკვებისადმი დიდი მადის აღძვრის გარეშე.

„მოკლე ამონაწერი პატიმარ სააკაშვილის „სამედიცინო“ ათტომეულიდან: ესე იგი, არა მხოლოდ ოდესის პორტის მებაჟეების და მესაზღვრეების „საჭირო“ ცვლა იყო შესარჩევი, სამშობლოდან გასაპარად,

არა მხოლოდ შესაბამისი ტრაილერი და მისი მძღოლები იყო მოსაძებნი,

არა მხოლოდ გორდონი & Co-ს მობილიზაცია თბილისში საინფორმაციო ფონის გაძლიერების მიზნით ჩამოსასვლელად,

არა მხოლოდ უკრაინელი ომბუდსმენის გამოწერა თბილისში, მისი მეშვეობით საერთაშორისო არენაზე საკუთარი მდგომარეობის თაობაზე ფეიკების მისატანად,

არა მხოლოდ 2014 წლის კიევის „მაიდანის“ უკრაინელი ბოევიკების წინმსწრებად დესანტირება თბილისში, რაც აღკვეთეს 29 სექტემბერს და ეს ჯგუფი აეროპორტიდან კიევში დააბრუნეს, ოპერაცია „შიმშილობაც“ იყო წინასწარ კარგად მოფიქრებული და მან კუჭის რეზექციაზეც იზრუნა, რაც საშუალებას აძლევდა სითხეზე, თაფლიან წყალზე, ლიმონათზე მაქსიმუმ ორ თვემდე გაეტარებინა საკვებისადმი დიდი მადის აღძვრის გარეშე. თუმცა, სხვადასხვა სახის ფაფის მიღებას ის საზოგადოებას უმალავდა...

რაც მთავარია, ის ჯანზეა, საკმაოდ ვიტამინიზირებული, კუჭის რეზექციის შემდგომი პოსტსაოპერაციო პერიოდისთვის დამახასიათებელი დადებითი და ნორმალური დინამიკის მიმდინარეობის ფონზე“, - წერს დავით ქართველიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე