რეზონანსი
(12.12.2022)

კოსოვო-სერბეთის საზღვარზე საპროტესტო აქცია დაპირისპირებაში გადაიზარდა. სერბეთის მოსაზღვრე კოსოვოს ადმინისტრაციის კონტროლირებულ ტერიტორიაზე ეთნიკურმა სერბებმა და კოსოვოს პოლიციამ ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს. კოსოვოს პოლიციის განცხადებით, პოლიციის ქვედანაყოფები, თავდაცვის მიზნით, იძულებულნი გახდნენ, ბოროტმოქმედებისთვის ცეცხლსასროლი იარაღით ეპასუხათ.

კოსოვოს ადმინისტრაციის ინფორმაციით, ეთნიკური სერბებით დასახლებულ კოსოვოს ჩრდილოეთში ავტომაგისტრალებზე ბარიკადების აღმართვისა და გზების გადაკეტვის ინსტრუქცია სერბეთის ხელისუფლებამ გასცა. სერბეთის ეროვნული უსაფრთხოების საბჭო კოსოვოში მცხოვრებ სერბებს მოუწოდებს, ევროკავშირის მისიისა და ნატოს კონტინგენტის წარმომადგენლებთან კონფლიქტისაგან თავი შეიკავონ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე