რეზონანსი
(12.12.2022)

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ აჭარაში მამამთილის მიერ მიყენებული ჭრილობებით ქალი გარდაიცვალა. შემთხვევა ქვედა სალიბაურში, შუადღისას მოხდა. მედიის ინფორმაციით, კაცს ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა.

მკვლელობის ფაქტზე 60 წელს გადაცილებული მამაკაცია დაკავებული. სამართალდამცავებმა კაცი, რომელმაც რძალი ცეცხლასროლი იარაღით მოკლა, ცხელ კვალზე დააკავეს. 40 წლამდე ასაკის ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე