რეზონანსი
(11.12.2022)

როდესაც შენს ღირსებას ეხებიან და როდესაც თმენის ვალდებულების მიღმა არის შენი ოჯახი, შენი პირადი ღირსება, ძალიან რთულია რომ უპასუხოდ დატოვო, მითუმეტეს ისეთი ადამიანის თავდასხმები, რომელიც ამ შემთხვევაში სპეციალურად შეარჩიეს, - განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ „იმედის კვირას".

ის გამოეხმაურა უკრაინაში მყოფი მებრძოლის გიორგი ფარცვანიას შეურაცხმყოფელ მიმოწერას ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძესთან. მისი თქმით, ეს ადამიანი გამოიყენეს იმისთვის, რომ ამორალურად თავს დასხმოდა მდინარაძეს.

„ეს ადამიანი გამოიყენეს იმისთვის, რომ ასე ამორალურად, ღირსების შელახვით თავს დასხმოდა ჩვენი გუნდის ერთ-ერთ ლიდერს, მამუკა მდინარაძეს. რა თქმა უნდა, როდესაც შენს ღირსებას ეხებიან და როდესაც თმენის ვალდებულების მიღმა არის შენი ოჯახი, შენი პირადი ღირსება, აქ ძალიან რთულია რომ უპასუხოდ დატოვო მით უმეტეს ისეთი ადამიანის თავდასხმები, რომელიც ამ შემთხვევაში სპეციალურად შეარჩიეს", - განაცხადა თალაკვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე