რეზონანსი
(11.12.2022)

2022 წლის საბავშვო ევროვიზიაზე მარიამ ბიგვავამ მესამე ადგილი დაიკავა. კონკურსის გამარჯვებული წელს საფრანგეთის წარმომადგენელი გახდა, რომელმაც 203 ქულა მიიღო. მეორე ადგილზე სომხეთის წარმომადგენელი 180 ქულით გავიდა. საქართველოს წარმომადგენელმა მარიამ ბიგვავამ კი 161 ქულა მოიპოვა.

2022 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსს სომხეთმა უმასპინძლა. ქართველი კონკურსანტი მერვე ნომრად გამოვიდა. საბავშვო ევროვიზიის კონკურსში 16 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე